„ახალშენი“, ყოველკვირეული პოლიტიკური და ლიტერატურული საგლეხო გაზეთი.
გამოდიოდა თბილისში 1908. რედაქტორ-გამომცემელი – პ. გაჩეჩილაძე. გამოცემა პოპულარობით სარგებლობდა მკითხველთა შორის. გამოხატავდა სოფლის მოსახლეობის ინტერესებს, ასახავდა მათი ცხოვრების საჭირბოროტო საკითხებს. მისი დახურვის შემდეგ გამოდიოდა გაზეთები „ეკალი“ (1908), მისი მომდევნო „იმედი“ (1908) და „ალი“ (1908).
დ. შანშიაშვილი.