ახალუბანი, სოფელი გორის მუნიციპალიტეტი, (შიდა ქართლის რეგიონი), ტირიფონის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის ცენტრ. ნაწილი), მდ-ებს მეჯუდასა და აძურას შორის. თემის ცენტრი (სოფლები: ა., აძვი, ახრისი, მუმლაანთკარი, ქვემო არცევი, ქვეში, ციცაგიანთკარი, ჯარიაშენი). ზ. დ. 810 მ, გორიდან 22 კმ. 135 მცხ. (2014).
სოფლის განაპირას ჩრდ.-აღმ-ით, შემაღლებულ ადგილზე, დგას XIX ს. ახალი ჯვრის ერთნავიანი ეკლესია. ნაგებია აგურით, გამოყენებულია რიყის ქვა და ფიქალი. შესასვლელი სამხრ-იდან აქვს. გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რ-იც ეყრდნობა პილასტრების ერთ წყვილზე ამოყვანილ საბჯენ თაღს. დას-ით, ფრონტონის კეხზე, ოთხივე მხარეს თაღებით გახსნილი სამრეკლოს ფანჩატურია.
ახალუბანი, იხ. ახალი უბანი.