ალადაშვილი ალექსანდრე ვახტანგის ძე (24. XII. 1952, თბილისი), კარდიოლოგი (ინტერვენციული კარდიოლოგია); მედ. მეცნ. დოქტორი (1991), პროფესორი (1994). სახელმწ. პრემიის ლაურეატი (2005). საქართვ. მედ. მეცნ. აკად. ნამდვილი წევრი (2017).
1974 დაამთავრა თსსი. 1976–77 იყო ქ. თელავის რაიონული საავადმყოფოს თერაპევტი, 1978–89 – ა. ბაკულევის სახ. გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის კლინიკური ორდინატორი, ასპირანტი, დოქტორანტი; 1991–95 – თსსი-ის შინაგან სნეულებათა №1 კათედრის პროფესორი; 1995–98 – თსუ-ის მედიცინის ფაკ-ტის შინაგან დაავადებათა კათედრის გამგე; 1997-იდან – გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ინტერვენციული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2012-იდან – თსუ-ის მედიცინის ფაკ-ტის შინაგან დაავადებათა კათედრის გამგე; 2013-იდან – საქართვ. კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი.
ა. არის მრავალი სამეცნ. შრომის ავტორი, რ-ებიც ეძღვნება კარდიოლოგიის აქტუალურ საკითხებს.
ს. ბაქრაძე