ახალციხელი ივანე (გ. 1225), XII–XIII სს. ქართველი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე. ქართველების მიერ კარის (ყარსი) აღების შემდეგ (XIII ს. დასაწყ.) თამარ მეფემ დანიშნა მის ამირთამირად და მონაპირედ, უბოძა კარის მომიჯნავე მხარეები – „კარული ქვეყანა“, ათაბაგობა. თავის ძმასთან შალვასთან (იხ. ახალციხელი შალვა) ერთად სარდლობდა მესხთა მეწინავე ლაშქარს ბასიანისა და გარნისის ბრძოლებში (იხ. ბასიანის ბრძოლა 1203 და გარნისის ბრძოლა 1225). დაიღუპა გარნისის ბრძოლაში.
ლიტ. იხ. სტ-თან ახალციხელები.
ნ. შოშიაშვილი