ახალციხელი შალვა

ახალციხელი შალვა (გ. 1226), XII–XIII სს. საქართველოს სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის ვაზირი (ჯერ მეჭურჭლეთუხუცესი, შემდეგ მანდატურთუხუცესი), ერისთავთერისთავი, ჯავახეთის მონაპირე. ახალციხელი ფარადავლა|ფარადავლა ახალციხელის მამა, ახალციხელი ივანე|ივანე ახალციხელის ძმა. შამქორის ბრძოლაში (1195) ხელთ იგდო ხალიფის დროშა, რ-იც თამარ მეფემ გელათში ხახულის ღვთისმშობელს შესწირა. ა. სარგის თმოგველთან ერთად სარდლობდა ქართველთა ლაშქარს კარისთვის (ყარსი) ბრძოლებში (XIII ს. დასაწყ.). ბასიანის ბრძოლა|ბასიანის ბრძოლაში (1203) შალვა და მისი ძმა ივანე სარდლობდნენ მესხთა მეწინავე ლაშქარს. თამარის მეფობის ბოლო წლებში მან თურქთაგან გაათავისუფლა კეჩროლი (სამხრ. საქართველოში). გარნისის ბრძოლა|გარნისის ბრძოლაში (1225) ივანე ახალციხელთან ერთად სარდლობდა მესხთა მეწინავე ჯარს. ახალციხელები მტრის სიჭარბეს არ მოერიდნენ, მაგრამ უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდნენ (მათ დამარცხებას ხელი შეუწყო აგრეთვე, როგორც ჩანს, ფეოდალურმა შუღლმა მხარგრძელებსა და ახალციხელებს შორის). ა. ტყვედ ჩავარდა, რჯულის შეცვლაზე უარი თქვა, ამასთან, სპარსელი ისტორიკოსის ცნობით, ის ცნობებს აწვდიდა ქართველებს მტრის ჯარის მოძრაობის შესახებ, რის გამოც ჯალალედინმა სიკვდილით დასაჯა.

ლიტ. იხ. სტ-თან ახალციხელები.

ნ. შოშიაშვილი