„ატენური"

„ატენური“, სუფრის ცქრიალა ღვინო. ამზადებენ გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში გავრცელებული ვაზის ჯიშების ‒ გორული მწვანისა და ჩინურის ‒ ყურძნისაგან. შეიცავს 10% (მოცულობით) სპირტს, საერთო მჟავიანობაა 5,0 გ/ლ. გამოირჩევა ცქრიალით, მომწვანო ღია ჩალისფერია, აქვს სასიამოვნო ნაზი ბუკეტი და გემო.

ა. სირბილაძე