ატოცობა, გიორგობა - ქვაშვეთობა, წმ. გიორგის სახელთან დაკავშირებული რელიგიური დღესასწაული. იმართებოდა სოფ. ატოცში (ქარელის მუნიციპალიტეტი). იწყებოდა ოქტ. I ნახევარში და რამდენიმე კვირას გრძელდებოდა (შაბათ-კვირაობით). ატოცის წმ. გიორგის ეკლესიის მრევლს შეადგენდნენ ქართლის დას. რ-ნებისა და ზემო იმერეთის მცხოვრებნი.
ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1979 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 1); Бакрадзе Д. З., Кавказ в древних памятниках христианства, «Акты, собранные Кавказской археографической комиссией», 1875, т. 5, т. 6, ч. 2.
გ. ჯალაბაძე