აუკუბა

აუკუბა (Aucuba), მცენარეთა გვარი აუკუბასებრთა (ადრე შინდისებრთა) ოჯახისა. მარადმწვანე ბუჩქებია, იშვიათად ხეები. 6 სახეობა გავრცელებულია ჩინეთში, აღმ. ჰიმალაიში, სამხრ. კორეასა და იაპონიაში. უფრო ცნობილია იაპონური ა. (A. japonica), რ-იც ბუნებრივად იზრდება იაპონიის სუბტროპ. ტყეებში; 5 მ-მდე სიმაღლის ორსახლიანი ბუჩქია. როგორც დეკორ. მცენარე კულტივირებულია კავკ. შავი ზღვის სანაპიროზე. საქართველოში შავი ზღვის სანაპირო ზოლის გარდა ბოტან. ბაღებსა და ბაღ-პარკებშიც ხარობს. მრავლდება თესლითა და კალმით.