აფანასიევ-ჩუჟბინსკი ალექსანდრე სტეფანეს ძე

აფანასიევ-ჩუჟბინსკი (ნამდვ. გვარი აფანასიევი) ალექსანდრე სტეფანეს ძე [28. II (12. III). 1817, ლუბნის მაზრა, ახლანდ. პოლტავის ოლქი, – 6 (18). IX. 1875, პეტერბურგი], რუსი მწერალი, ეთნოგრაფი. ნაწარმოებებს აქვეყნებდა რუს. და უკრ. ენებზე 1838-იდან. 1844–45 ა.-ჩ. იყო საქართველოში. მისი შთაბეჭდილებები გადმოცემულია თხზულებებში: „მოგონებები თბილისზე“ (1847), „ხეობა კახეთში“ (1847), „თერგის გაღმა აული“ (1885) და სხვ. ა.-ჩ. იყო ერთ-ერთი იმათთაგანი, ვინც ტ. შევჩენკო საქართველოთი დააინტერესა. როგორც თვით ა.-ჩ. იგონებს, შევჩენკო ხშირად მიმართავდა მას: „ჩამოჯექი და მიამბე რამე საქართველოზე“.

თხზ.: Собр. соч., т. 1–9, СПб., 1890–92.

ლიტ.: Богомолов И. С., Тропою дружбы, Тб., 1984; Быков П., Силуэты далекого прошлого, М.–Л., 1930.

ი. ბოგომოლოვი