აფენის განძი, ვერცხლის მონეტების განძი, აღმოჩენილი 1924 ლაგოდეხის მუნიციპ-ის სოფ. აფენთან. შეიცავს 394 ერთეულს ‒ VI–VII სს. სასანურ და ტაბარისტანულ მონეტებსა და სახალიფოს სხვადასხვა ქალაქში მოჭრილ VII – IX სს. ქუფურ დირჰემებს. დაცულია აკად. ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმში.
ლიტ.: Пахомов Е. А., Клады Азербайджана и других республик и краев Кавказа, в. 2, Баку, 1938.