აფიანჩა-ჩიჟოუშის ქედი (სერი), განედური, ანტიკლინური, დაბალი ქედი მდ-ებს კელასურსა და კოდორს შორის. წებელდის ტაფობს ესაზღვრება სამხრ-იდან. აგებულია ნეოგენური ქვიშაქვების, თიხებისა და კირქვებისაგან. ქედის აბსოლ. სიმაღლეები მერყეობს 650–1036 მ შორის. თხემი მოვაკებულია, ჩრდ. კალთა ‒ დამრეცი, სამხრ. ‒ შედარებით ციცაბო. კალთები ტყითაა შემოსილი, ქედის შუა ნაწილი უტყეოა და ათვისებულია სამეურნეოდ.
დ. უკლება