აფრა

აფრა არქიტექტურაში, პანდატივი, კონსტრუქციული ელემენტი, რ-საც აქვს სამკუთხედის ფორმის სფერული მოყვანილობა. ა. შესაძლებელს ხდის ოთხკუთხა ფუძიდან გუმბათოვან გადახურვაზე თანდათან გადასვლას, ავსებს ოთხკუთხა სადგომის კედლებზე ამოყვანილ თაღებს შორის კუთხეებში დარჩენილ სივრცეს. ა., როგორც კონსტრ. და მხატვრული სისტემა, პირველად გამოიყენეს ბიზანტ. ხუროთმოძღვრებმა VI ს-ში. საქართველოში გაჩნდა VIII–IX სს-ში (ვაჩნაძიანის „ყველაწმინდა“ კახეთში და სხვ.) და ცვლიდა მანამდე გავრცელებულ ტრომპებს, საბოლოოდ კი X ს-იდან დამკვიდრდა.