აფსარუნტის თეატრი, უძველესი თეატრი კოლხეთში. ბიზნატ. ისტორიკოსის პროკოპი კესარიელის ცნობით, ა. თ. დაარსდა კოლხეთის ქ. აფსარუნტში (გვიანდ. აფსარუ), მედეა|მედეას ძმის, არგონავტების წინააღმდეგ მებრძოლი გმირის – აფსირტე|აფსირტეს სახელის უკვდავსაყოფად (არსებობდა თეატრი და იპოდრომი). VI ს-თვის ამ ნაგებობათა საძირკველიღა იყო შემორჩენილი. არქეოლ. გათხრების შედეგად კოლხეთში მოპოვებული ნივთები (ბაკქუსისა და მსახიობ მიმოსის ქანდაკებები, აქტიორთა ნიღბებისა და თეატრ. შეჯიბრებაში გამარჯვებულთა გამოსახულებანი ჭურჭელზე) ამტკიცებენ კოლხეთის თეატრ.-სანახაობრივი კულტ. მაღალ დონეს.
ლიტ.: ჯანელიძე დ., ქართული თეატრის ისტორია უძველესი დროიდან XVIII საუკუნემდე, თბ., 1965, გვ. 78–79.
დ. ჯანელძე