„აფსნი“

„აფსნი“ („აფხაზეთი“, აფხაზური გაზეთი; დაარსდა 1919 სოხუმში. 1921–92 ეწოდებოდა „აფსნი ყაფში“ („წითელი აფხაზეთი“). იყო საქ. კპ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის, აფხ. ასსრ უმაღლესი საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს ორგანო. სხვადასხვა დროს რედაქტორებად მუშაობდნენ: ს. ჭანბა, მ. ლაკერბაი, დ. გულია, მ. ხაშბა, ნ. კიუტი, ს. კვიწინია.