„აფსნი აყაზარა“ („აფხაზეთის ხელოვნება“), აფხაზური დასურათებული ჟურნალი, აფხ. კულტურის სამინისტროს ორგანო. დაარსდა სოხუმში 1979 თეატრ., მუს., არქიტ., მხატვრობისა და სხვა საკითხების გასაშუქებლად. პირველ ნომერში გამოქვეყნებული იყო პირველი აფხაზი პროფესიონალი მხატვრის ა. შერვაშიძე-ჩაჩბას ნამუშევრები.