აფხაზავა თეიმურაზ ვახტანგის ძე (დ. 21. IV. 1955, ქუთაისი), სპორტსმენი (ბერძნ.-რომაული ჭიდაობა). 1973 მიენიჭა სსრკ სპორტის ოსტატის, 1982 – სპორტის დამს. ოსტატის წოდებები. „დინამო“ (ქუთაისი). 1980 დაამთავრა ქუთ. ა. წულუკიძის სახ. პედ. ინ-ტი (ფიზ. აღზრდის ფაკ-ტი). ჭიდაობა დაიწყო 1969. გამოირჩეოდა ჭიდაობის დახვეწილი, ორიგინალური ტექნიკით. მისი პირველი მწვრთნელი იყო ი. ბობოხიძე. სსრკ (1984), ევროპის (1983, ბუდაპეშტი; 1984, იენჩეპინგი, შვეცია), მსოფლიოს (1982, კატოვიცე, პოლონეთი; 1983, კიევი) და ჩემპიონატის „მეგობრობა-84“ (1984) ჩემპიონი. მსოფლიო სუპერთასის მფლობელი (ტოკიო, 1985). 5-ჯერ აქვს მოგებული საერთაშ. ტურნირი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ნ. გუგუშვილი