ახაშენი, სოფელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ალაზნის ვაკეზე, მდ-ებს ჭერმისხევსა (ალაზნის მარჯვ. შენაკადი) და ფაფრისხევს (ჭერმისხევის მარცხ. შენაკადი) შორის. თემის ცენტრი. ზ. დ. 460 მ, გურჯაანიდან 8 კმ. 2,4 ათ. მცხ. (2014).
ა. დასახლებულია ადრინდ. შუასაუკუნეებიდან. იგი საკათალიკოსოს კუთვნილება იყო.
XIV ს-ში სვეტიცხოვლის ტაძარს ეკუთვნოდა, XVII ს-ში –ალავერდის საეპისკოპოსოს. შემდგომში კვლავ სვეტიცხოვლის ტაძრის კუთვნილებაა.
ა-ის მახლობლად რამდენიმე ეკლესია დგას; მ. შ. უძველესია ადრინდ. შუა საუკ. პატარა ეკლესია, ე. წ. „ყვავის საყდარი“; სოფლის სამხრ-ით „სვეტიცხოვლის“, წმინდა გიორგის, კვირაცხოვლის, სამების დარბაზული ეკლესიები და ორი კოშკის ნანგრევებია.
თ. ტატიშვილი