„ახაშენი“, კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის ბუნებრივად ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო.
ამზადებენ გურჯაანის მუნიციპ-ის სოფ. ახაშენში გავრცელებული ვაზის ჯიშის – საფერავის ყურძნისაგან. „ა“-ის მიკროზონაში სანედლეულო ბაზის ფართობი შეადგენს დაახლ. 112 ჰა. „ა “ შეიცავს 10,5 – 12,0% (მოცულობით) სპირტს, 3 – 5% შაქარს, საერთო მჟავიანობა 50 – 70 გ/დმ³. აქვს მუქი წითელი ფერი და ხავერდოვანი ხილისა და შოკოლადის ტონების გემო. საერთაშ. კონკურსებზე მინიჭებული აქვს 6 ოქროსა და 5 ვერცხლის მედალი.
ა. სირბილაძე