ახვერდიანი გევორქ ახვერდის ძე

ახვერდიანი გევორქ ახვერდის ძე [5 (17). VI. 1818, თბილისი, – 17 (29). XI. 1861, იქვე], სომეხი ექიმი, ლიტერატურათმცოდნე, საზოგადო მოღვაწე.

აგროვებდა აშუღური პოეზიის ნიმუშებს. საიათნოვას სომხ. ლექსებს დაურთო გამოკვლევა, კომენტარები და გამოსცა მოსკოვში („გუსანები“, ტ. 1, 1852). ნაშრომი „თბილისის ამქრები“ ავტორის სიკვდილის შემდეგ ნაწილ-ნაწილად გამოიცა თბილისში (1882 – 83). 1903 გამოვიდა მის მიერ შედგენილი კრებ. XVIII ს. და XIX ს. I ნახ. გუსანთა სიმღერებისა.

ზ. მედულაშვილი