ახვერდოვი თედორე ესაიას ძე

ახვერდოვი თედორე ესაიას ძე (1773, ცხინვალი, – 25. IV. 1820 თბილისი), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1808), 1807– 11 საქართველოს მმართველი, სამამულო ომის მონაწილე (1812). კავკასიაში მოქმედი მე-19 დივიზიის მეთაური (1812– 16). ცალკე ქართ. კორპუსის არტილერიის უფროსი 1816-იდან.

დაკრძალულია თბილისში ხოჯევანქის სასაფლაოს საგვარეულო აკლდამაში.

შ. ხანთაძე