ახვერდოვი ნიკოლოზ თედორეს ძე

ახვერდოვი ნიკოლოზ თედორეს ძე (დაახლ. 1810, თბილისი,_27. IX. 1896, იქვე), რუსეთის არმიის არტილერიის გენერალ-მაიორი (1876). გენ. თ. ი. ახვერდოვის ვაჟი.

მონაწილეობდა ყირიმის (1853_56) და რუს.-ოსმ. (1877_78) ომებში.

1870-იდან მეთაურობდა 38-ე საარტილერიო ბრიგადას. დაკრძალულია თბილისში, ხოჯევანქის სასაფლაოს საგვარეულო აკლდამაში.

ლ. დოლიძე