ახვლედიანი არდევან ვალერიანის ძე [14 (26). XI. 1897, ცაგერი, – 15. II. 1942, თბილისი], მეან-გინეკოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1936), პროფესორი (1939).
თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სვანეთში, სადაც შეისწავლა ენდემური ჩიყვი. გამოიკვლია საქართველოში ამ დაავადების გავრცელების მიზეზები. შეისწავლა სოფ. მუაშის მინერ. წყლების სამკურნ. თვისებები, რამაც განაპირობა მუაშის კურორტად აღიარება. 1939 – 42 იყო თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტის მეანობა-გინეკოლ. კათედრის პროფესორი. შეადგინა მეანობის პირველი სახელმძღვანელო ქართ. ენაზე.
თხზ.: ჩიყვი და კრეტინიზმი, ტფ., 1934; ჰორმონალური სტერილიზაცია, ტფ., 1935; მეანობა, თბ., 1941.
ლიტ.: კოპალეიშვილი ბ., არდევან ახვლედიანი, თბ., 1974; საყვარელიძე ს., უბნის ყოფილი ექიმი პროფესორი არდევან ახვლედიანი, «კრებული უბნის ექიმის დასახმარებლად», 1960, № 1 – 2.