ახვლედიანი გივი ალექსანდრეს ძე

ახვლედიანი გივი ალექსანდრეს ძე (17. VII. 1918, ქუთაისი,– 29.VIII. 2003. მოსკოვი.), სპორტსმენი (ფრენბურთი) და მწვრთნელი. 1951 მიენიჭა სსრკ სპორტის დამს. ოსტატის, ხოლო 1960 – სსრკ დამს. მწვრთნელის წოდებები.

თამაშობდა ამიერკავკ. სამხ. ოლქის გუნდში (1946 – 48), თბილ. „მეცნიერებაში“ (1949 – 50), თავდაცვის სამინისტროს ცენტრ. სპორტ. კლუბის გუნდში (1951, 1953 – 55), სამხ.-საჰაერო ძალების კლუბში (1952). სსრკ ოთხგზის (1952 – 55), ევროპის (1951) და მსოფლიოს (1952) ჩემპიონი. სსრკ ვაჟთა (1957 – 66) და ქალთა (1967 – 76) ნაკრები გუნდების უფროსი მწვრთნელი. სსრკ ჩემპიონი კალათბურთში (1946). მიღებული აქვს სახელმწ., მ. შ. საბრძოლო ჯილდოები.

ფრენბურთის საერთ. ფედერაციამ დაასახელა XX ს. ქალთა გუნდების საუკეთესო მწვრთნელთა სამეულში. ფრენბურთის დიდების დარბაზის წევრი (ჰოლიოკი აშშ, 2003).

ნ. გუგუშვილი