ახვლედიანი გიორგი კონსტანტინეს ძე (25. II. 1899, ფოთი, – 13. III. 1975, თბილისი), ნიადაგთმცოდნე. სოფ. მეურნ. მეცნ. დოქტორი (1959), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1969).
1932 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტი. 1932 – 46 იყო საქართვ. წყალთა მეურნ. სამინისტროში სხვადასხვა ხელმძღვ. თანამდებობაზე, 1946 – 58 – საქართვ. ნიადაგთმცოდნეობის, აგროქიმ. და მელიორაციის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორის მოადგილე სამეცნ. ნაწილში, 1958-იდან გარდაცვალებამდე - ამავე ინ-ტის ნიადაგთმცოდნეობის განყ-ბის გამგე. ა-მა გამოიკვლია აღმ. საქართველოს მევენახეობის რ-ნების ნიადაგები. შეიმუშავა მათი აგროტექ. ღონისძიებები;
შეადგინა სამგორის ნიადაგის რუკა, შეისწავლა ამ ნიადაგის გენეზისი, ფიზ. და აგრომელიორაციული თვისებები. აღსანიშნავია ა-ის ღვაწლი კოლხეთის დაბლობის ნიადაგის შესწავლაში, ასევე საქართვ. მშრალი სუბტროპ. ზონის ნეშომპალა-სულფატური ნიადაგის გენეზისის, გეოგრ., შედგენილობა-თვისებების შესწავლის საქმეში.