ახლოლალო

ახლოლალო (ყოფილი ა ხ ა ლ ი ლ ა ლ ო), სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტის დამია-გეურარხის თემში (ქვემო ქართლის რეგიონი), მარნეულის ვაკეზე, მდ. დებედის (ხრამის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. მხარეს, მარნეულ– სადახლოს საავტ. გზაზე. ზ. დ. 410 მ, მარნეულიდან 19 კმ, 690 მცხ. (2014).