ახმაჯი, სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), შიდა ქართლის ვაკეზე, მდ. ქსნის მარჯვ. ნაპირას. ზ. დ. 800 მ, ახალგორიდან 9 კმ.
ა. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.
ა-ის ადგილზე ადამიანს ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში უცხოვრია. აქ აღმოჩენილია გვიანდ. ანტ. ხანის სარკოფაგები. ფეოდ. ხანაში ა. ადმინისტრაციულად ხან საამილახვროში, ხან კი ქსნის საერისთავოში შედიოდა.
ჯ. გვასალია