„ახ, მეზურნევ“, ქართული ხალხური სიმღერა, ქალაქური მუს. ფოლკლორის თავისებური ნიმუში.
მუს. ენის მხრივ უახლოვდება ქალაქური სიმღერის დასავლურ შტოს, სიტყვიერ ტექსტში კი ლაპარაკია მეზურნე – ქალაქური სიმღერის აღმოსავლური შტოს ტიპურ წარმომადგენელზე. ცნობილია სიმღერის 2 ვარიანტი: ერთი ჩაიწერა ო. ჩიჯავაძემ (ტექსტი ი. კერესელიძისა). სიმღერა მეტად პოპულარული იყო რევოლუციამდელ ქართვ. ახალგაზრდებს შორის, მეორე ჩაიწერა დ. არაყიშვილმა XX ს. დასაწყისში (კრებ. „ერთხმიანი და გუნდური ქალაქური სიმღერა“, 1946, რუს. ენაზე); სიმღერას საფუძვლად უდევს ქუჩური სახუმარო ტექსტი, თუმცა ჩანს მეფის რუსეთის საწინააღმდეგო განწყობილებაც („ნიკო, ნიკო, რაზბონიკო“ – იგულისხმება მეფე ნიკოლოზ II).
ლიტ.: ქართული ხალხური ქალაქური სიმღერები, შემდეგ. ა. მშველიძე, თბ., 1970.
ნ. ციციშვილი.