ახმეტელი გურამ სიმონის ძე

ახმეტელი გურამ სიმონის ძე (24. IX. 1923, თბილისი 6.XI, 1997, იქვე ), ექიმ-თერაპევტი. მედ. მეცნ. დოქტორი (1965), პროფესორი (1973).

1944 დაამთავრა თბილ. სამედ. ინ-ტის სამკურნ.-ფაკ-ტი. 1948 ჩაირიცხა კლინიკური და ექსპერ. კარდიოლოგიის ინ-ტის ორდინატორად. 1969-იდან იყო ამავე ინ-ტის გულ-სისხლძარღვთა განყ-ბის გამგე, 1973 – 74 იყო საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი თერაპევტი; 1965 – 77 მე-2 სამშობიარო სახლის, ხოლო 1965-იდან იყო საქართვ. კურორტოლოგიისა და პერინატალური მედ. და მეან.-გინეკოლ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტების კონსულტანტი. ა. შეისწავლიდა ჰიპერტონიული დაავადების, ჰორმონული სტრესის, მიოკარდიუმის ნეკროზის ექსპერ. მიღების, ორსულთა შორის გულის მანკის, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის დაავადებათა საკითხებს.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: გულის მანკები და ორსულობა, «ბიოლოგიისა და მედიცინის პრობლემათა მე-7 სამეცნიერო კონფერენციის კრებული», თბ., 1970; Материалы к патогенезу некрозов миокарда, Тб., 1963; Геноморфологические эквиваленты хронической сердечной недостаточности, «Кровообращение», 1982, № 1.