ახმეტელი დავით ვასილის ძე (1875 – 1937), ვეტერინარ-ექიმი.
1905 დაამთავრა იურიევის (ტარტუს) ვეტ. ინ-ტი. 1921-მდე ამიერკავკ. ვეტ. სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, შემდეგ – საქართვ. მიწსახკომის ვეტ. სამმართველოს უფროსი. დიდი წვლილი მიუძღვის რესპუბლიკაში ვეტ. საქმის განვითარებასა და განმტკიცებაში, ქართველ ვეტერინარ სპეციალისტთა კადრების მომზადებაში.
მისი უშუალო მონაწილეობით შეიქმნა ვეტ. ლაბორატორიები, ტაბახმელის ჯერ საშრატე სადგური, შემდეგ ბიოკომბინატი, საქართველოს ექსპერ. ვეტ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტი (1929), რ-ის პირველი დირექტორი დროებით თვითონ იყო.
საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი.
კ. კაპანაძე