აფხაზეთის სახელმწიფო რესპუბლიკური სამეცნიერო ბიბლიოთეკა

აფხაზეთის სახელმწიფო რესპუბლიკური სამეცნიერო ბიბლიოთეკა ი. პაპასქირის სახელობისა, უნივერსალური პროფილის სამეცნ. ბიბლიოთეკა. დაარსდა 1921 კონფისკებული კერძო ბ-კების ბაზაზე. 1990 ბ-კის ფონდში იყო 491,9 ათ. დაცვითი ერთეული, 15 განყ-ბა. 8 სამკითხველო დარბაზი; ანბანური, სისტემური, უცხოური ლიტ-რის, შეერთებული სამხარეთმცოდნეო კატალოგები. ბ-კა დახმარებას უწევდა აფხ. ტერიტორიაზე განლაგებულ ყველა უწყებრივ ბ-კას. აქვს გამოცემული ბიბლიოგრაფიული საძიებლები (რუს.ენაზე): „დიმიტრი იოსების ძე გულია“ (1975), „ივანე გიორგის ძე პაპასქირი“ (1975), „ბაგრატ ვასილის ძე შინქუბა“ (1987), „აფხაზი მწერლები ‒ დ. გულიას სახ. პრემიის ლაურეატები“ (1988) და სხვ.

ბიბლიოთეკა ამჟამად მდებარეობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამიტომ მონაცემების განახლება დროებით შეუძლებელია.