აფხაზეთის ცენტრალური სახელმწიფო არქივი

აფხაზეთის ცენტრალური სახელმწიფო არქივი, დაარსდა 1929 სოხუმში და შედიოდა აფხ. ასსრ ცენტრარქივის შემადგენლობაში. 1961-იდან აფხ. ასსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ცენტრ. საარქივო სამმართველოს გამგებლობაში იყო. არქივი უზრუნველყოფდა აფხ. ტერიტორიაზე შექმნილი დოკუმენტების სახელმწიფოებრივ დაცვას და მათ ფართო გამოყენებას სამეცნ., კულტ., სოც., სამართლებრივი და სხვა მიზნით. არქივში დაცული იყო 700 ფონდი, 196 950 საქმე.

არქივი ამჟამად მდებარეობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამიტომ მონაცემების განახლება დროებით შეუძლებელია.