„აფხაზეთის ხმა“, გაზეთი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს პერიოდული ორგანო. დაარსდა 1937 სოხუმში „საბჭოთა აფხაზეთის“ სახელწოდებით. 1990-იდან გაზეთი აშუქებდა აფხ. საზ.-პოლიტ. და კულტ. ცხოვრებას. სოხუმის ოკუპაციის შემდეგ, 1993 ოქტომბრიდან, დროებით, გამოდიოდა თბილისში. სხვადასხვა დროს გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ვ, ს. ჭოლოკავა, კ. აქუბარდია, თ. ქუჩულორია, გ. მერკვილაძე, ხ. ახალაია, გ. წირღვავა, თ. ჩოჩია, ნ. მიქაძე.
„ა. ხ.“ გაუქმდა 2005. მის ბაზაზე შეიქმნა გაზ. „აფხაზეთის ახალი ხმა“, რ-ის მხოლოდ რამდენიმე ნომერი გამოიცა.