ახმეტელი თენგიზ ილიას ძე (1. X. 1924, თბილისი, – 29. II. 2012, იქვე), ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1968), პროფესორი (1971), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1986). ი. ახმეტელის შვილი.
1947 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1957 – 59 იყო საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს რესპ. ცენტრ. კლინიკური საავადმყოფოს გულმკერდის ქირურგ. განყ-ბის გამგე, 1959 – 61 – ექსპერ. და კლინიკური ქირურგ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის სწავლული მდივანი, 1963 – 83 – თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტის ჰოსპიტალური ქირურგ. კათედრის დოცენტი, პროფესორი. 1983-იდან განაგებდა ამავე ინ-ტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრას. ა. შეისწავლიდა მუცლის ღრუს ორგანოების ქირურგ. დაავადებათა კლინიკას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა ქირურგ. მკურნალობას, ჩირქოვანი ქირურგ. საკითხებს და სხვ.
1994 აირჩიეს საქართვ. სამედ.-ბიოლ. მეცნ. აკადემიის წევრად.
თხზ.: წყლულოვანი დაავადების ქირურგია, თბ., 1965 (თანაავტ. მ. კომახიძე): წვრილი ნაწლავის ქირურგიული დაავადებანი, თბ., 1984 (თანაავტ. ლ. ძნელაძე); Вопросы клиники, патоморфологии и хирургического лечения зобноизмененной щитовидной железы, Тб., 1966; Лечение хирургических заболеваний у лиц с сахарным диабетом, Тб., 1975 (თანაავტ.: М. Э. Комахидзе, Г. В. Хомерики).