ახმეტელი (ახმეტელაშვილი) სიმონ გიორგის ძე (1881, სოფ. ანაგა, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი – 1937), საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918 – 21) დამფუძნებელი კრების წევრი.
დაამთავრა თბილისის სას. სემინარია (1901), შემდეგ – იურიევის (ტარტუს) ვეტ. ინ-ტი (1907). I მსოფლიო ომის (1914 – 18) მონაწილე, რუსეთის არმიის ოფიცერი.
საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში საქმიანობდა დამფუძნებელ კრებაში. ხელს აწერს 1918 წ. 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს.
1921 – 27 რეპრესირებული იყო. 1930-იდან მუშაობდა ამიერკავკ. რკინიგზის ვეტ. სამსახურში.
1937 კვლავ რეპრესირებულ იქნა, რეაბილიტირებულია სიკვდილის შემდეგ.