„აჭარის მუზეუმი“, სამეცნიერო‒საგანმათლებლო დაწესებულება (სსიპ).
დაფუძნდა აჭარის არ-ის მთავრობის 2018 წ. 3 მაისის დადგენილებით და აერთიანებს ოთხ მუზეუმს: აჭარის ხ. ახვლედიანის სახ. აჭარის ხელოვნების ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმებისა და ძმები ნობელების სახ. ტექნოლოგიურ მუზეუმს. გაერთიანების მიზანია ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის მოვლა, შესწავლა, პოპულარიზაცია და საერთაშ. ინტერესის გათვალისწინებით მსოფლიო კულტ. რუკაზე ღირსეული წარდგენა. გაერთიანება ორიენტირებულია მუზეუმის ახლებურ შინაარსობრივ-კონცეპტუალურ გააზრებასა და მათი საქმიანობის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გარდაქმნაზე.
ო. გოგოლიშვილი