ბურჯანაძე ოთარ იროდიონის ძე

ო.ბურჯანაძე.

ბურჯანაძე ოთარ იროდიონის ძე (26. VIII. 1923, ჭიათურა, – 25. IX. 1975, თბილისი), ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1966), პროფესორი (1973).

1946 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი და მუშაობა დაიწყო ამავე ინ-ტის სამკურნ. ფაკ-ტის საფაკულტეტო ქირურგიის კლინიკაში; 1966-იდან ხელმძღვანელობდა საქართვ. მეცნ. აკად. ექსპერ. და კლინ. ქირურგ. და ჰემატოლოგიის გულმკერდის ქირურგიის განყ-ბას. ბ. შეისწავლიდა გულმკერდისა და მუცლის ღრუს ქირურგიის, ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აქტუალურ საკთხებს და სხვ. შეიმუშავა ბრონქის ტაკვის დახურვის, ფილტვის სეგმენტური რეზექციის ორიგინ. მეთოდები და სხვ.

1990 (გარდაცვალების შემდეგ) შრომათა ციკლისთვის, რ-იც მიეძღვნა თრომ ბოჰემორაგიული სინდრომის პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის მეთოდების შემუშავებასა და კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვას, მიენიჭა საქართვ. რესპ. სახელმწ. პრემია.

თხზ.: მაობლიტირებული ენდარტერიიტი, თბ., 1956; ექსტრაკორპორალური სისხლის მიმოქცევა და მისი გამოყენების პერსპექტივები ქირურგიაში, თბ., 1961; ფილტვის რეზექციის შემდგომი ბრონქული ფისტულები, თბ., 1969.

გ. ციცქვიშვილი