ბურაკოვსკი ვლადიმერ ივანეს ძე (20. VII. 1922, თბილისი,–22. IX. 1994, მოსკოვი), კარდიოქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1962), პროფესორი (1965), რუსეთის სამედ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1978).
1964 დაამთავრა თბილ. სამედ. ინ-ტი. 1960–66 იყო მოსკოვის ა. ბაკულევის სახ. გულ-სისხლძარღვთა ქირურგ. ინ-ტის თანდაყოლილი მანკების განყ-ბის გამგე, 1966-იდან–ამავე ინ-ტის დირექტორი.
ბ. შეისწავლიდა გულ-სისხლძარღვთა ქირურგ. პრობლემებს, გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიას, აორტის სარქვლების მანკებს, გართულებებს „მშრალ“ და ღია გულზე ოპერაციების დროს, ჰიპერბარულ ოქსიგენაციას გულ-სისხლძარღვთა ქირურგიაში და სხვ. ნაშრომისათვის „ადრეული ასაკის ბავშვების გულის დაავადებანი“ (1970) მიენიჭა ს. სპასოკუკოცკის სახ. პრემია (1973).
სსრკ სახელმწ. პრემიისა (1973) და ლენინური პრემიის (1976) ლაურეატი.
ბ. იყო გულ-სისხლძარღვთა ქირურგ. საპრობლემო კომისიის თავ-რე, პურკინეს სახ. ექიმთა საზ-ბის (ჩეხოსლ.), უნგრ., ბულგ., კუბის, ჩეხოსლ. და აშშ ქირურგ. საზ-ბათა წევრი და სხვ.
თბილისის საპატიო მოქალაქე. სოციალ. შრომის გმირი (1982).
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: Бронхоспирометрия в хирургии гнойных заболеваний легких, Л., 1955; Гипербарическая оксигенация в сердечно-сосудистой хирургии, М., 1974 (თანაავტ. Л. А. Бокерия); Открытый атриовентрикулярный канал, Тб., 1974 (თანაავტ.: З. Л. Зоделава и В. А. Бухарин); Легочная гипертензия при врожденных пороках сердца, М., 1975 (თანაავტ.: В. А., Бухарин, Л. Р. Плотикова); Пересадка сердца, Тб., 1977 (თანაავტ.: М. А. Фролова, Г. Э. Фальковский).