ასათიანი რევაზ ნოდარის ძე (დ. 29. X. 1951, თბილისი), ინჟინერ-ეკონომისტი, ეკონ. მეცნ. დოქტორი (1991), პროფესორი (1992), საქართვ.სოფ. მეურნ. მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი (1996), საქართვ. ბიზნესის მეცნ. აკადემიისა (1996) და აგრ. განათლების საერთაშორისო აკადემიის (2000) აკადემიკოსი.
1973 დაამთავრა თსუ. 1973-იდან მუშაობდა აგრობიზნესის ეკონომიკისა და მართვის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში. 1992–2012 იყო საქართვ. სახელმწ. აგრ. უნ-ტში აგრობიზნესის კათედრის გამგე და ეკონ. ფაკ-ტის დეკანი; 2010–14 – სას.-სამ. პროექტების მართვის საკოორდინაციო ცენტრის კონსულტანტი, მენეჯერი და დირექტორია;
2014–16– შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის სამეცნ. დეპარტ-ის უფროსი; 2016–18 – სსიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მენეჯერი და დირექტორი; 2017–18 – საქართვ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. 2018–19 მუშაობდა შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენ. დირექტორის მრჩევლად, 2019-იდან ამავე საზ-ბის სამეთვალყურეო საბჭოს თავ-რეა.
ა. სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას ეწევა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, ხელმძღვანელობს საგრანტო პროექტებს, მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში. ა. იკვლევს აგრ. ეკონ. საკითხებს (აგრობიზნესის მენეჯმენტი, აგროსამრეწველო კომპლექსის და მათი სასურსათო ქვეკომპლექსების მართვა, ფერმერული მეურნეობის ორგანიზება და სხვ.). ავტორია მრავალი სამეცნ. ნაშრომის (მ. შ. 3 მონოგრაფია და 4 სახელმძღვანელო).
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1999).
თხზ.: საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახური აგროსამრეწველო კომპლექსში; მსოფლიო გამოცდილება და განვითარების ტენდენციები, თბ., 2002; ბიზნეს-მენეჯმენტი და გლობალური კონკურენცია, თბ., 2009.