„აქატი“

„აქატი“, ელექტროტექნიკური მრეწველობის საწარმო, დაარსდა 1958 თბილისში ახალციხის აქატის ქვის საბადოს ბაზაზე საქართველოში ელექტროტექ. მრეწვ. განვითარებასთან დაკავშირებით. მისი ძირითადი პროდუქცია იყო მეტროლოგიური უზრუნველყოფის ავტომატიზებული სანიმუშო საშუალებები (უზუსტესი მეტროლ. ხელსაწყოები, არასტანდარტული მოწყობილობები) და სახალხო მოხმარების საგნები. 1995-იდან „ა.“ ჩამოყალიბდა როგორც სააქციო საზ-ბა. 2012-იდან ქ-ნა აღარ ფუნქციონირებს.

ლ. ლურსმანაშვილი

მ. თოქმაზიშვილი