აქვის ქედი, განედური ქედი აფხაზეთის კავკასიონის სამხრ. კალთაზე, ზაშირბარის ქედის პარალელურად, მდ. ააფსთის აღმ-ით. აგებულია მესამეული დანალექი ქანებით. უმაღლესი წერტილია 1047 მ სიმაღლის უსახელო მწვერვალი. ჩრდ. კალთა დამრეცია, სამხრ. – შედარებით ციცაბო, ზოგან – ფლატოვანი. შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით.
დ. უკლება