აქინჯიები

აქინჯიები (თურქ. akinci – თავდამსხმელი, მოთარეშე), მეზობელი ქვეყნების მიწა-წყლის დასარბევად და დასაზვერად მოწყობილ ლაშქრობათა მონაწილენი ოსმალეთში. ცნობილი იყვნენ ჯერ კიდევ ოღუზების საზ-ბაში. განსაკუთრებით გააქტიურდნენ ოსმალეთის ფეოდ. სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა და ძლიერების ხანაში (XIV–XVI სს.). XIV ს-იდან ა-ის თარეშის მთავარ სარბიელად ბალკანეთი იქცა. XVI ს-ში ისინი თავს ესხმოდნენ საქართველოსაც. სიფაჰიებისა და იენიჩრები|იენიჩრებისაგან განსხვავებით, ა. თავს ესხმოდნენ იმ ქვეყნებსაც, რ-თაც ოსმალეთი არ ეომებოდა.

ვ. ჩოჩიევი