აქსარაილი ქერიმეთინ მაჰმუდ (XIV ს.), მცირეაზიელი ისტორიკოსი. ცხოვრობდა აქსარაიში. მის ისტ. თხზულებაში „სელჩუკთა სახელმწიფოების ისტორიაში“ (დაწერილია 1323, შედგება 4 ნაწილისაგან) ძირითადად მოთხრობილია ახლო აღმ. ქვეყნების ისტორია. საინტერესო ცნობებია დაცული აგრეთვე XI–XIII სს. საქართველოს მცირე აზიის სელჩუკთა სახელმწიფოსთან ურთიერთობის შესახებ.
ლიტ.: შენგელია ნ., სელჩუკები და საქართველო XI საუკუნეში, თბ., 1968, გვ. 30–31.