აღაიანი, სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის რეგიონი), მუხრანის ვაკეზე, მდ. ქსნის მარჯვ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: ა., საქადაგიანო, ხიდისყური). ზ. დ. 540 მ, კასპიდან 25 კმ. 1,5 ათ. მცხ. (2014).
ა. მოხსენიებულია 1459 წ. საბუთში. ვახუშტი ბატონიშვილს შეტანილი აქვს მუხრანის სოფელთა სიაში, გვიანდ. შუა საუკუნეებში მცხეთის საკათალიკოსოს კუთვნილი სოფელია. არქეოლ. გათხრების მიხედვით, ახ. წ. პირველ საუკუნეებში ა-ის ტერიტორიაზე არსებობდა ქალაქი, რ-იც ქსნის ხეობის ქვედა წელის ცენტრი უნდა ყოფილიყო. 1625 გაზაფხულზე ყიზილბაშებმა კახეთის თავად-აზნაურთა ლაშქარი დაიბარეს ა-თან და მათი გაწყვეტა განიზრახეს. მტრის ჩანაფიქრი გამომჟღავნდა, იგი, როგორც ჩანს, გ. სააკაძემ გასცა. კახელებმა ბრძოლით გაიკაფეს გზა კახეთისაკენ და მტრის წინააღმდეგ აჯანყდნენ (იხ. მარტყოფის ბრძოლა). 1865 ა-ში, რ-იც გორის მაზრას ეკუთვნოდა, 61 კომლი იყო. სოფლის შუაში დგას XIX ს. ერთნავიანი წმ. გიორგის ეკლესია. ნაგებია ქვით, კუთხეებსა და კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია აგური. საკურთხეველი გამოყოფილია ხის მოჩუქურთმებული კანკელით. დას. მხრიდან მიშენებული აქვს კარიბჭე-სამრეკლო.
ა-ის სამხრ.-აღმ-ით, თხოთის მთაზე, დგას ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი, წმ. ნინოს ეკლესია (VII–VIII სს.). იხ. აგრეთვე აღაიანის არქეოლოგიური ძეგლები.
ჯ. გვასალია