აღბუღა II, ჯაყელი (გ. 1451). სამცხის ათაბაგი 1444–51, იოანე ათაბაგ-ამირსპასალარის ძე. მამის გარდაცვალების შემდეგ ა. II-ს ათაბაგობა უბოძა მეფე ვახტანგ IV-მ (1442–46). ა. II-ს 1447 თავისმა ძმამ ყვარყვარემ ათაბაგობა წაართვა. ლტოლვილი ა. II მეფე გიორგი VIII-ს შეეხიზნა. გიორგიმ ყვარყვარეს წინააღმდეგ გაილაშქრა და ა. II-ს ათაბაგობა დაუბრუნა. ა. II-ის მმართველობა გამოირჩეოდა ცენტრ. ხელისუფლებისადმი ლოიალური დამოკიდებულებით.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ჟორდანია თ., ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, წგ. 2, ტფ., 1897.
ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ქარველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2).
ბ. ლომინაძე