აღდგომისა წამებული, შუა საუკუნეთა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, დარბაზული ეკლესია. მდებარეობს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი), გარეჯის მთის სერზე, დავითის ლავრა|დავითის ლავრასა და უდაბნოს მონასტერი|უდაბნოს მონასტერს შორის. ეკლესია აგებულია ნატეხი ქვით. კამარა ეყრდნობა ორ საბჯენ თაღს. აფსიდი ჩაწერილია კვადრატში. ოთხივე ფასადზე თითო პატარა სარკმელი აქვს. ინტერიერში შემორჩენილია ფრესკების ფრაგმენტები.