აღთქმა, დაპირება, პირობა, სიტყვის მიცემა. ბიბლიის ქართული თარგმანების ტექსტში და, აქედან, მთელ ქართულ ორიგინალურსა თუ თარგმნილ ქრისტიანულ ლიტ-რაში ა. ნიშნავს ღვთის კავშირს ადამიანებთან, მათ შორის პირობის, ხელშეკრულების დადებას. ბიბლია შედგება ძველი ა-ისა (ქვეყნიერებისა და კაცთა მოდგმის ისტორია ქრისტემდე) და ახალი ა-გან (ოთხი სახარება და სხვა წიგნები). ამით გამოიხატება ქრისტიანული თვალსაზრისი, რ-ის თანახმადაც ქრისტემ აღადგინა დარღვეული კავშირი ღმერთსა და ადამიანებს შორის.
რ. თვარაძე