აღლაძე ლეონიდე მიხეილის ძე (18. VII. 1897, თბილისი, – 1937, სიღნაღი), სამხედრო მოღვაწე, კომბრიგი. თბილ. ვაჟთა მე-2 გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა მოსკ. უნ-ტში, 1925–28 მ. ფრუნზეს სახ. სამხ. აკადემიაში, 1936 – სსრკ გენ. შტაბის აკადემიაში. 1916 გაიწვიეს სამხ. სამსახურში. 1921-იდან იყო ქართ. წითელ არმიაში. 1924 აქტიურად მონაწილეობდა აგვისტოს აჯანყება|აგვისტოს აჯანყების ჩახშობაში. 1929–33 იყო I ქართ. მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსი, 1933–36 – დივიზიის მეთაური. ა. დაჯილდოებულია წითელი დროშის, წითელი ვარსკვლავისა და საქ. სსრ წითელი დროშის ორდენებითა და მედლებით. რეპრესირებულია, სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებულია.
ნ. კალაძე