აღმოსავლეთმცოდნეობითი განათლება, უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადების სისტემა. თბილ. ახლად დაარსებულ უნ-ტში პირველივე დღეებიდან დაიწყო სპარს., სომხ. და არაბ. ენების სწავლება, უფრო მოგვიანებით მათ. თურქ. ენაც დაემატა.
აღმოსავლური ენების სწავლებას აკად. და გეგმაზომიერი ხასიათი მიეცა 1945 თსუ-ში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტის დაარსების შემდეგ.
თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტზე ორი განყ-ბაა: აღმოსავლური ენებისა და ლიტ-რის, საზღვარგარეთის აღმ. ქვეყნების ქვეყანათმცოდნეობის.
აღმოსავლური ენებისა და ლიტ-რის განყ-ბაზე 6 სპეციალიზაციაა: არმენოლოგია, თურქ. ფილოლოგია, ირან. ფილოლოგია, სემიტური ფილოლოგია, ებრაული ფილოლოგია, ასირიოლოგია. ეს განყ-ბა ამზადებს აღმოსავლეთმცოდნე ფილოლოგებს, რ-თაც, ამასთან ერთად, ეძლევათ ქართ. ენისა და ლიტ-რის, აღმოსავლური ენის მასწავლებლის და თარჯიმნის კვალიფიკაცია.
აღმოსავლური ენებისა და ლიტ-რის სპეციალობის ყველა საგნის სწავლებას ხელმძღვანელობს სათანადო კათედრა: არმენოლოგიის კათედრა, თურქ. ფილოლ. კათედრა, ირან. ფილოლ. კათედრა, სემიტოლოგიის კათედრა, ებრაისტიკის კათედრა, ასირიოლოგიის კათედრა.
საზღვარგარეთის ქვეყნების ქვეყანათმცოდნეობის განყ-ბაზე, რ-საც ერთი კათედრა – აღმოსავლეთის ისტორიის კათედრა უძღვება, სამი სპეციალიზაციაა: არაბ. ქვეყნების ისტორია, თურქ. ისტორია, ირანის ისტორია. ეს განყ-ბა ამზადებს აღმოსავლეთმცოდნე ისტორიკოსებს, რ-თაც ამასთან ერთად ეძლევათ ისტ. მასწავლებლის და თარჯიმნის კვალიფიკაცია.
ქვეყანათმცოდნეობის განყ-ბაზე აღმოსავლური ენის საპროგრამო მოცულობა ისეთივეა, როგორც ენისა და ლიტ-რის განყ-ბაზე.
სასწ. გეგმა ნებას იძლევა ფაკ-ტის სამუშაო საბჭომ თავისი შეხედულებისამებრ მოახდინოს სასწავლო დისციპლინების რეგულირება რაოდენობრივი და სემესტრული თვალსაზრისით. ფაკ-ტზე სახელმძღვანელოებისა და დამხმარე სახელმძღვანელოების, აგრეთვე ლინგაფონური ჩანაწერების სახით დაგროვილია გარკვეული გამოცდილება და სათანადო ფონდი. აღმოსავლურ ენებს სწავლობენ თბილ. I საშ., 130-ე საშ. (სპარს.), მე-3 ექსპერ., 126-ე საშ. (არაბ.), 54-ე საშ., 31-ე საშ. (თურქ.) სკოლებში; არსებობს დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოები.
ფაკ-ტი სისტემატურად უშვებს სამეცნ. კრებულებს, ატარებს სტუდენტთა და თანამშრომელთა სამეცნ. კონფერენციებს. 1975–93 მუშაობდა ფილოლ. მეცნ. კანდიდატის სამეცნ. ხარისხის მიმნიჭებელი სპეციალიზებული საბჭო. ქუთ. სახელმწ. უნ-ტში 1992 დაარსდა აღმოსავლური ენების კათედრა (სპეციალიზაცია: არაბ., თურქ., სპარს. და ებრ. ენები); 1993 ბათუმის სახელმწ. უნ-ტში გაიხსნა აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი (სპეციალიზაცია: აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორია, აღმოსავლური ენები – თურქ., სპარს. და ებრ.). 1991 გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი|აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტთან გაიხსნა თბილისის აზიისა და აფრიკის სასწავლო ინ-ტი (ფასიანი), სწავლება 5-წლიანია, სპეციალობები: აღმოსავლეთმცოდნე ისტორიკოს-პოლიტოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე ფილოლოგი, ჟურნალისტი, რეფერენტ-მთარგმნელი.
ნ. ჯანაშია