აღმოსავლური ფრიტა

აღმოსავლური ფრიტა, ჩქარულა, მარდულა (Alburnoides bipunctatus eichwaldi), თევზი კობრისებრთა ოჯახისა. პატარა თევზია – სხეულის სიგრძე 17 სმ, მასა – 100 გ აღწევს, გავრცელებულია მტკვრისა და არაქსის აუზებში, დაღესტანში, ლენქორანში და სხვ. საქართველოში მხოლოდ მის აღმ. ნაწილში ბინადრობს, დას. ნაწილში კი გავრცელებულია სამხრეთული ფრიტა (A. b. fasciatus). ქარავნული თევზია, რეწვის ობიექტია ფარავნის ტბაში. მცირე ღირებულებისაა. იყენებენ ნედლს და დამარილებულს. ანკესით თევზაობის დროს მტაცებელი თევზების მისატყუებლად იყენებენ.

მ. დემეტრაშვილი