აღსარება, 1. რომელიმე რჯულის (სარწმუნოების) ანუ რელიგიის აღიარება. 2. მორწმუნის მიერ თავისი ცოდვების აღიარება მღვდლის წინაშე და მათი მონანიება ანუ სინანული (ერთ-ერთი ახალი აღთქმის შვიდი საიდუმლო|შვიდ საიდუმლოთაგან). თუკი მღვდელი დარწმუნდება, რომ აღსარების მთქმელი გულწრფელად, დაუფარავად აღიარებს ჩადენილ ცოდვებს და გულწრფელადვე ინანიებს მათ, შეუნდობს, მიუტევებს ცოდვებს იესო ქრისტეს სახელით. ამის შემდეგ მორწმუნე ცოდვებისაგან განწმენდილად ითვლება. ა., ჩვეულებრივ, ითქმის ხოლმე ზიარება|ზიარებამდე (აგრეთვე ერთ-ერთი შვიდი საიდუმლო|შვიდ საიდუმლოთაგან). ა-ისა და ზიარების გარეშე ქრისტიანის ცხოვრება ვერ წარმოიდგინება. ამის გამო ანიჭებს მათ დიდ მნიშვნელობას ქრისტიანული ეკლესია.
რ. თვარაძე